მარიამ ქვრივიშვილი - ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთის 5 ქალაქიდან პირდაპირი რეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საუდის არაბეთიდან ზაფხულის სეზონზე თბილისსა და ბათუმში პირდაპირი რეისები შესრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად გამოწვევებისა, რაც მსოფლიოში პანდემიიდან გამომდინარე არის შექმნილი, საქართველოს ტურიზმს “ძალიან პოზიტიური აღდგენის დინამიკა აქვს“.

“მიმდინარე წელს, ტურიზმის ინდუსტრიაში, თუკი შევადარებთ 2019 წელს, ტურისტულ ვიზიტებში 52 %- იანი აღდგენა გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 70%-ს გადააჭარბა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკამ”,- განაცხადა ქვრივიშილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურიზმის კუთხით არსებული შემოსავლებია, რადგან ტურიზმი ყოველთვის იყო და არის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ღირსეული და ღირებული დარგი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეჰქონდა ეკონომიკის გაძლიერებაში”.

ამასთან, ქვრივიშვლის თქმით, მიმდინარე პერიოდში, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დადებითი მოლოდინებია.

მან ისაუბრა საჰაერო რეისების სიხშირეზე და განაცხადა, რომ საუდის არაბეთიდან ზაფხულის სეზონზე 5 ქალაქიდან პირდაპირი რეისები შესრულდება თბილისსა და ბათუმში.

“მოლოდინები შექმნილია იმ არსებული ციფრებიდან გამომდინარე, რაც მათ შორის ეხება პირდაპირი საჰაერო რეისების არსებობას და სიხშირეს. საშუალოდ, 400-მდე სიხშირით შესრულდება პირდაპირი საჰაერო რეისები საქართველოს სხვადასხვა აეროპორტში ჩვენთვის სტრატეგიული ქვეყნებიდან, იქნება ეს ევროკავშირის წევრი თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები. გამოვყოფდი საუდის არაბეთს, როგორც ჩვენთვის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყანას. ძალიან მოხარული ვარ, რომ მიმდინარე პერიოდში წარმატებით დავასრულებთ მოლაპარაკებებს ერთ-ერთ მსხვილ ადგილობრივ ავიაკომპანიასთან, რომელიც ზაფხულის სეზონზე პირველად დაიწყებს ოპერირებას საქართველოს საავიაციო და ტურისტულ ბაზარზე. გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ საუდის არაბეთიდან ზაფხულის სეზონზე შესრულდება 5 ქალაქიდან პირდაპირი რეისები თბილისსა და ბათუმში და საშუალოდ, კვირაში ველოდებით 54 სიხშირეს, რაც ფაქტობრივად, უპრეცედენტოდ მაღალი იქნება",-განაცხადა ქვრივიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს