ჯანდაცვის მინისტრი - დიალიზის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა მესტიაში,  უახლოეს პერიოდში სერვისი ამოქმედდება ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთში,  ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში

პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში საუბრისას, ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სერვისებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, დიალიზის სერვისებზე არსებული მდგომარეობა კრიტიკული იყო.

“მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, შეიძინა 40-მდე ახალი დიალიზის აპარატი ბათუმის, რუხის და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოებისთვის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კვლავაც პრობლემური რჩება. რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, კვირაში რამდენჯერმე უწევდა საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება დიალიზის სერვისის მისაღებად. ჩვენ აპრილში დავაანონსეთ პროგრამის გაფართოება. დღეისათვის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა მესტიაში, რაც მაღალმთიანი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. უახლოეს თვეებში, მოხდება სერვისის ამოქმედება ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთში, ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი კომპონენტი დაემატა იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამას. 2022 წლის იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში დაიწყო სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტების, ძირითადად, ბავშვების სამკურნალო მედიკამენტების მიწოდება.

„ამ დროისათვის შესყიდულია 10 მილიონ ლარამდე ღირებულების მედიკამენტი. აღნიშნული მედიკამენტების საშუალებით, ევროპასა და ამერიკაში მოხერხდა პაციენტებში დაავადების პროგრესირების შეჩერება, მეტიც, ეს დაავადება მათი სიცოცხლისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლიდან ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, მისი წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.

ჯანდაცვის მინისტის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ეფექტურობის გაუმჯობესება, სამინისტროს, საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააფართოოს სერვისების პაკეტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს