„საქართველოს ფოსტა" აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას უკრაინის მიმართულებით კვლავ აგრძელებს

ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და „საქართველოს ფოსტის" მიერ უკრაინაში გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.

როგორც „საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 28 თებერვლიდან 1 მაისამდე მოქმედი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა სერვისცენტრებიდან ფიზიკური პირების მიერ ჰუმანიტარული ამანათების გაგზავნას, უკრაინის მიმართულებით გაიგზავნა 30 ტონამდე ამანათი.

„ფიზიკურ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაგზავნონ ჰუმანიტარული გზავნილები უკრაინის მიმართულებით, მხოლოდ ნაცვლად „საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრებისა, მიმართონ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არსებულ შემკრებ პუნქტებს. ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთს „საქართველოს ფოსტა" გააგზავნის უკრაინის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ფოსტის Ukrposhta - ის ინფორმაციით, 20 აპრილის მონაცემების თანახმად, ფოსტის მეშვეობით მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები პროდუქტი, პირველადი სამედიცინო დანიშნულების პრეპარატი, ტანსაცმელი) რაოდენობის მიხედვით, „საქართველოს ფოსტა" 520 ტონაზე მეტი ტვირთით კვლავ პირველ ადგილზე.

ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც არის, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გაგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. საქართველოს მოჰყვება რუმინეთი 80 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთით, ბელგია 80 ტონით და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარულ ტვირთში არ იგულისხმება სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული ტექნოლოგიური, სამშენებლო და სხვა დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა.

უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.

გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის" წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა.

უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ" უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, "საქართველოს ფოსტამ" დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.

ასევე, "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის Ukrposhta თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად, გაუგზავნეს ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა