საპენსიო სააგენტო 2022 წლის 10 მაისის სტატისტიკას აქვეყნებს

საპენსიო სააგენტომ 2022 წლის 10 მაისის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, 10 მაისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება არის 2.3 მილიარდი ლარი, ხოლო ამონაგები კი 329 მილიონ ლარს შეადგენს.

„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 275 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 1,809 პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10,000 ახალ გაწევრიანებულ მონაწილეს შეადგენს“, - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს