ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მოქალაქეს შვილის შეძენა მიულოცეს

უკრაინიდან ლტოლვილ მარია გორდულავას, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობს, შვილი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

„ვახტანგ ტარანს და მარია გორდულავას მეორე შვილი, ადელინა კლინიკა „სენამედში" შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია.

მერიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ოდესიდან ლტოლვილი მარია ომის დაწყების შემდეგ, უფროს შვილთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, მეუღლე კი უკრაინაში იმყოფება.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ომის დაწყების შემდეგ, ეს მეორე უკრაინული ოჯახია, რომელსაც შვილი შეეძინა, ადელინამდე მარტვილში მცხოვრებ წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ბაგრატი დაარქვეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო