ზურაბ აზარაშვილი -  გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პერსონალის ანაზღაურების ბიუჯეტი, გასულ წელთან მიმართებით, 26 მილიონი ლარით გაიზარდა

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სამედიცინო პერსონალის დაცვა და მათთვის ადეკვატური ანაზღაურების უზრუნველყოფა. 2022 წელს, გაიზარდა გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პერსონალის ანაზღაურება. გასულ წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ბიუჯეტის ზრდამ 26 მილიონი ლარით მეტი შეადგინა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დეპუტატებს ასევე გააცნო ის სიახლეები, რომლებიც „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“ ხორციელდება.

მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო და რეფერალური დახმარების 336 ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა, სამედიცინო სერვისის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკის განახლება.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე აშენებულია 57 მაღალი სტანდარტის სასწრაფო დახმარების ცენტრის შენობა. ამასთან, მიმდინარეობს 5 შენობის აღჭურვის პროცესი.

„მიმდინარე წელს დავიწყებთ და დავასრულებთ თბილისის ფილიალების რეაბილიტაციასაც. ამასთან, 2022 წელს ვგეგმავთ სასწრაფო ცენტრის ახალ, ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანას, სადაც ერთიანი რეაგირებისა და მართვის ცენტრი განთავსდება. გადაუდებელი საჭიროებისას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პაციენტების დროული და სამართლიანი ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა. ამ პროცესის ორგანიზების მიზნით შემუშავებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფის მოდული, რომლის საშუალებითაც ელექტრონული პროგრამის მიხედვით, აპრილის თვიდან ხდება შესაბამისი სერვისის და თავისუფალი საწოლის მქონე კლინიკების შერჩევა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა