ნინო წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი და ხატია წილოსანი ევროკავშირის და FAO-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ევროკავშირის და FAO -ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ფარგლებში გაიმართა, ძირითადი ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების საკითხებს დაეთმო.

„საუბრის ძირითადი თემა იყო მიმდინარე თემატური მოკვლევა, რომელსაც ორი კომიტეტის ფარგლებში ვამუშავებთ. ეს არის DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების საკითხი და მათი იმპლემენტაცია ცხოვრებაში, მათ შორის, ის გადავადებული სტანდარტები და რეგულაციები, რომლებიც ამ ეტაპისათვის, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით არის განსაზღვრული, არ მუშაობს რეალობაში. ასევე ვისაუბრეთ გრძელვადიან ხედვაზე, რა შეიძლება კოორდინირებულად გავაკეთოთ, რომ სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრების პროცესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობის მიმართულებით. შევთანხმდით კოორდინირებული თანამშრომლობის ფორმატზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი ჯოჯს დეუ, FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანზალვარეს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან ჩერნიკი და FAO-ს პოლიტიკის მრჩეველი ჯუმბერ მარუაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა