ილია დარჩიაშვილი ხორვატ კოლეგას შეხვდა

ISIS-გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ-რადმანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ამ მხრივ ხორვატიის გამოცდილების გაზიარებას.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ხორვატიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მრავალწლიან ძალისხმევას და მიღწეულ პროგრესს როგორც სექტორული რეფორმების, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა ქართველი ხალხის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო გამოწვევას და აღნიშნეს, რომ ამ გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რაც შესაბამის გადაწყვეტილებაში უნდა გამოიხატოს წევრობაზე განაცხადის განხილვის პროცესში.

აღინიშნა ხორვატიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივებზე და იმ დიდ პოტენციალზე, რაც არსებობს ურთიერთობების გასაღრმავებლად როგორც ვაჭრობის, ეკონომიკის, პოლიტიკის და სხვა სფეროებში.

მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მიიწვია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა