საგარეო უწყება - საქართველოსა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში კვიპროსელ კოლეგასთან იოანის კასოულიდისთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას კვიპროსის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა. ამასთან, აღინიშნა საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შეუქცევადობა.

ასევე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევას, კერძოდ ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების, ევროკავშირთან პოლიტიკური და საკანონმდებლო დაახლოების, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისადმი მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერის თვალსაზრისით.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ძალისხმევის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არსებული რეგიონალური და გლობალური გამოწვევის ფონზე.

რეგიონსა და საქართველოსი არსებული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, კვიპროსის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ხალხთაშორის და კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას და დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ განმტკიცებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა