ზურაბ აზარაშვილი - სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია ჩართული

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია ჩართული,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დასაქმების ხელშეწყობაზე საუბრის დროს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება და მათი გააქტიურება შრომის ბაზარზე, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დასაქმების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, ფუნქციონირებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს და სამუშაოს მაძიებლებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა: პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები, სტაჟირება.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას. ასევე ეტაპობრივად, იზრდებოდა სააგენტოს წარმომადგენლობა, რომელიც საწყის ეტაპზე, მხოლოდ თბილისსა და 7 რეგიონში ფუნქციონირებდა. დღეისათვის კი, სააგენტო უკვე წარმოდგენილია თბილისსა და ყველა რეგიონში, მუნიციპალურ დონეზე.

„ვაგრძელებთ მუშაობას შრომის ბაზრის გაძლიერებისა და ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, ინსტიტუციურად გაძლიერდება დასაქმების სააგენტო და დასაქმების ყველა სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, სრულად, ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო