ზურაბ აზარაშვილი - შემოწმდა 110 კლინიკა, 2022 წელს კი განხორციელდა 86 კლინიკის განმეორებითი ინსპექტირება, შედეგად გამოვლინდა COVID 19-ის მართვაში ჩართული პერსონალის მიმართ შრომის კოდექსის სხვადასხვა ნორმის დარღვევა

„შრომითი ურთიერთობის კანონიერების შესწავლის მიზნით, შრომის ინსპექციის მიერ, შემოწმებულ იქნა კოვიდის მართვაში ჩართული 110 კლინიკა. 2022 წელს კი განხორციელდა 86 კლინიკის განმეორებითი ინსპექტირება, რომლის შედეგადაც, გამოვლინდა COVID 19-ის მართვის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის მიმართ შრომის კოდექსის სხვადასხვა ნორმის დარღვევა, - ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, შრომის უფლებების დაცვის, ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფისა და დასაქმების კუთხით სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

2020 წელს, შრომის სამართლის რეფორმის ფარგლებში, სამინისტროსა და სოციალური პარტნიორების აქტიური ჩართულობით, განხორციელდა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსი“, რომელიც შეეხო ფუნდამენტურ უფლებებს ასოცირების შეთანხმებით ევროდირექტივების გათვალისწინებით.

ამავე რეფორმის ფარგლებში, მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური.

„შრომის ინსპექციის სახით, შეიქმნა შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ქმედითი საზედამხედველო მექანიზმი. გაფართოვდა ინსპექციის მანდატი და შრომით ნორმებზე ზედამხედველობამ სხვა საკითხებთან ერთად, მოიცვა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და მედიაციით მიღწეული შეთანხმებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, მოხდა შრომის ინსპექციის სამსახურის დეცენტრალიზაცია და შეიქმნა რეგიონული წარმომადგენლობითი ოფისები, იმერეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის ინსპექციის როლი და მანდატი კოვიდ ინფექციის მართვასა და სამუშაო ადგილებზე კოვიდ ინფექციის გავრცელების პრევენციაში. ინსპექციის ჩართულობითა და კოორდინაციით, 2020-2022 წლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განხორციელდა 150 000-მდე აქტივობა, 30 000-მდე ობიექტზე.

შრომის ინსპექციის ძირითადი მანდატის ფარგლებში, 2021 წელს განხორციელდა 1500-ზე მეტი ინსპექტირება, 800-ზე მეტ ობიექტზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტლის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების მიმართულებით, უკვე განხორციელებულია 700-ზე მეტი ინსპექტირება 500-ზე მეტ ობიექტზე. განხორციელებული ინსპექტირებები კი შეეხო 35 000-მდე დასაქმებულ პირს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო