იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის"  წარდგენა გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის" წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას იურიდიული დახმარების

ცენტრი ავრცელებს.

ინიციატივის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), გაეროს მდგრადი განვითარების მიზენის ფონდის (UN SDG Fund) ფინანსური ხელშეწყობით.

„ღონისძიება გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტრმა რაჟდენ კუპრაშვილმა. მონაწილეებს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიმართეს: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, მისმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ობოლაძემ.

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით 2021 წლის გამოცდილება და 2022 წლის სამოქმედო გეგმა აუდიტორიას გააცნო ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გელა ბერაძემ.

გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები მომავალში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხების გაუმჯობესების შესახებ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო