საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მზაობა დაადასტურეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ხოსე მანუელ ალბარესთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტები. ამასთან, მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს, რაც კარგ საშუალებას იძლევა დაისახოს ორმხრივი კავშირების განმტკიცების სამომავლო პერსპექტივები.

სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და აღინიშნა ესპანეთის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის და ევროკავშირის მხრიდან თვითშეფასების კითხვარის განხილვის პერიოდში.

ასევე, მაღალი შეფასება მიეცა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მხრიდან როგორც საქართველოს, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მისწრაფებებისა და შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას.

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ასევე შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე ომის და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ამ პროცესების ნეგატიური გავლენის გამო.

უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ხოსე მანუელ ალბარესმა ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა სფეროებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობებზე. მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის კონტაქტების ინტენსიფიკაციაზე.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა