„ჯივიპი“ 13 მაისს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე  აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

13 მაისს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაეური" ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯინ უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალურ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები შიცვლება, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გადაუდებელი სამუშაოები 13 მაისს დილის 11:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაეურის“ ინფორმაციითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13 მაისს დილის 11:00 საათიდან 14 მაისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„ისნის რაიონში - ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში - ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, ზედაზნის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის”, - ნათქვამი ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა