„საქართველოს ბანკი“ მობილბანკის „სუპერ აპად“ გარდაქმნას აანონსებს - ახალი სერვისები, რომლებსაც აპლიკაცია გააერთიანებს

„საქართველოს ბანკი“ მობილბანკის „სუპერ აპად“ გარდაქმნას აანონსებს, რაც მომხმარებლის ყოველდღიურობაში ყველაზე აქტუალური საბანკო სერვისების გაერთიანებას გულისხმობს, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან კობახიძემ „Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეზე“ გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მობილბანკს დაემატება ისეთი ფუნქციონალები, როგორიც არის კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, ბილეთები, გადახდის ახალი მეთოდი, მობილური კომერცია QR-ის გამოყენებით, ყოველდღიური სიახლეები სთორების სახით, სხვა ბანკის ანგარიშების მართვა ერთი სივრციდან, Marketplace-ი, ავტო და სამოგზაურო დაზღვევა.

„ყოველდღიურ ბანკინგში „სუპერ აპის“ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მომხმარებელთა დიდი ბაზა და ასევე ძალიან დიდი დატა, შესაბამისად, „სუპერ აპის“ ნიშნები მობილბანკს ნამდვილად აქვს. ყოველთვიურად მას დაახლოებით მილიონი ადამიანი იყენებს, ხოლო ყოველდღიურად - მისი ნახევარი; ტრანზაქციული ბანკინგის დაახლოებით 70% დღეს მობილბანკში ხდება და 10-დან 3 საბანკო პროდუქტიც სწორედ მობილბანკში იყიდება. ყოველდღიური საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კომუნალური გადასახადებისთვის, სხვადასხვა ნივთის შესაძენად თითოეული ჩვენგანი იყენებს საბანკო ბარათს ან მობილბანკს, მობილბანკში შესაძლებელია როგორც ანგარიშის ელექტრონულად გახსნა, ისე ციფრული ბარათის დაგენერირება“, - აღნიშნა ლევან კობახიძემ.

მან დეტალურად განმარტა, როგორ იმუშავებს ახალი ფუნქციონალები და რა უპირატესობა ექნება მათ:

„ფინანსების მართვაში საინტერესო სიახლეს გაიგებთ: ფინანსების მართვაში მნიშვნელოვანია 360-გრადუსიანი ხედვა ანგარიშებზე. ღია ბანკინგის სტანდარტით დღეს უკვე შესაძლებელია, მობილბანკში გადააბათ სხვა ბანკის ანგარიშები, გააერთიანოთ ისინი ერთ სივრცეში და თქვენს აქტივებზე სწორედ 360-გრადუსიანი ხედვა გაიჩინოთ. ამჟამად მომხმარებელს სხვა ბანკის ანგარიშების მხოლოდ დანახვა შეუძლია, მომავალში კი მათ მართვასაც შეძლებს.

კიდევ ერთი საინტერესო სერვისი ამავე კატეგორიიდან არის ინვესტიციების მოდული, რომელიც სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა. მისი მეშვეობით სრულად ონლაინ, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ გახსნათ საინვესტიციო ანგარიში და გლობალურ საფონდო ბირჟაზე ივაჭროთ, შეიძინოთ ისეთი გლობალური კომპანიების აქციები, როგორიც არის Microsoft, Google, Tesla და სხვა. დღესვე ვაანონსებთ, რომ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სერვისიც ასევე მარტივად ხელმისაწვდომი იქნება“, - განმარტა ლევან კობახიძემ.

„საქართველოს ბანკის“ მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის განმარტებით, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კატეგორიაში ავტოდაზღვევისა და სამოგზაურო დაზღვევის მობილბანკით შეძენა მალე გახდება შესაძლებელი. ამასთან, მობილბანკის Lyfestyle-სა და შოპინგის კატეგორიაში მომხმარებლებს მნიშვნელოვანი სიახლეები ელით:

„აღნიშნულ კატეგორიაში ალბათ უკვე შეხვდებოდით ერთიანი შეთავაზების სივრცეს, სადაც გაერთიანებულია 12 000-ზე მეტ პარტნიორთან არსებული შეთავაზებები, მათ აქვთ ფასდაკლებისა და საკრედიტო პროდუქტებზე შეთავაზების სახე და თქვენს ინტერესებზეა მორგებული. დღეს ამ შეთავაზებებს ძირითადად საინფორმაციო ხასიათი აქვს, თუმცა მზადდება საფუძველი, რომ მოხდეს ელექტრონული ანგარიშსწორება ონლაინ შესაძენად. ვემზადებით, რომ გავუშვათ მობილური Market Place. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ, რომ QR ტექნოლოგიის მეშვეობით თანხის განაღდება შეძლოთ ბანკომატიდან და ასევე სხვადასხვა გადახდის განხორციელება“,- აღნიშნა მან.

ამასთან, როგორც ლევან კობახიძემ განმარტა, სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შეძენას მალე მობილბანკის გართობასა და სიახლეების კატეგორიაში შეძლებთ.

ბანკის მიზანია, მობილბანკის საშუალებით, მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მრავალფეროვანი საჭიროებები; მისცეს მათ შესაძლებლობა, ცენტრალიზებულად, ერთი აპლიკაციიდან მიიღონ წვდომა ისეთ საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც მათი ყოველდღიურობის ნაწილია.

„საქართველოს ბანკი“ Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს“ მართავს, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განვითარებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სიახლეებსა და ინოვაციებს ეხება.

ღონისძიების ფარგლებში დაანონსდა სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს