„საქართველოს ბანკი“ გადახდის ახალ, ინოვაციურ მეთოდს აანონსებს, რომელიც პროდუქტის საფასურის ნაწილ-ნაწილ დაფარვის შესაძლებლობას იძლევა

„საქართველოს ბანკის“ გადახდის ახალი, ინოვაციური მეთოდი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შეარჩიოს სასურველი ნივთები, შეიძინოს დღეს და გადახდა მომდევნო თვიდან, თანაც ნაწილ-ნაწილ დაიწყოს, - ამის შესახებ კომპანიის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერმა თამარ ბეღელურმა „საქართველოს ბანკი“ Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეზე“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

გადახდის მეთოდს „ნაწილ-ნაწილ“ ეწოდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად და მოქნილად შეიძინოს მეტი ნივთი, რადგან შეძლებს, რამდენიმე თვეზე პროდუქტის საფასური და ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე დაფაროს.

თამარ ბეღელურის განცხადებით, ეს არის სრულიად ციფრული პროცესი, რომლის ინტეგრაციაც მარტივია ბიზნესებისთვის და საქმიანობის განვითარებაში უწყობს ხელს.

გადახდის აღნიშნული მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ციფრულ არხებში, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში, QR-ის დასკანერების მეშვეობით. ნაწილ-ნაწილ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დაბალი ღირებულების პროდუქტიც კი (45 ლარიდან) ნაწილ-ნაწილ შეიძინოს. და მეტიც, შეძლებს ერთის ნაცვლად, რამდენიმე ნივთი ერთდროულად შეიძინოს.

„ნაწილ-ნაწილ გადახდისთვის ლიმიტი მომხმარებელს მობილ ბანკში გამოუჩნდება. თუ არ მაქვს ლიმიტი, შემიძლია მოვითხოვო. „ნაწილ-ნაწილ“ სერვისის გამოყენება შესაძლებელია ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეებში. ონლაინ სულ რაღაც რამდენიმე კლიკით სასურველი ნივთი ან მომსახურება თქვენია, ხოლო მაღაზიის ფიზიკურ სივრცეებში ასკანერებთ „საქართველოს ბანკის“ მიერ განთავსებულ QR კოდს და გადახდას ადასტურებთ გადახდის ტერმინალზე. რაც მთავარია, ნაწილ-ნაწილ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე ნივთი და შეგიძლიათ ამ სერვისით მცირე ღირებულების ნივთის შემთხვევაშიც ისარგებლოთ. ნაწილ-ნაწილ გადახდა სრულებით ციფრული და უმარტივესი პროცესია, რომელსაც თავს ართმევთ დამოუკიდებლად ყველას დახმარებისა და ჩართვის გარეშე“, - განმარტა თამარ ბეღელურმა.

„საქართველოს ბანკის“ ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერის თქმით, „ნაწილ-ნაწილ“ არის გადახდის ახალი მეთოდი, რომელიც საკუთარი ფულის ერთიანად გადახდასაც კი სჯობს. ეს არის BNPL - buy now, pay later ტიპის პროდუქტი, თუმცა კიდევ უფრო ინოვაციური.

თამარ ბეღელურის თქმით, „ნაწილ-ნაწილ“ ახალი შესაძლებლობაა ბიზნესისთვისაც, რადგან მისი მეშვეობით იზრდება ისეთი მომხმარებლების რიცხვი, რომელთაც მეტი ნივთის შეძენა შეუძლიათ. ასევე, იზრდება გადახდისუნარიანი მომხმარებლების რაოდენობა და დახარჯული თანხა.

„საქართველოს ბანკი“ Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” მართავს, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განვითარებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სიახლეებსა და ინოვაციებს ეხება.

ღონისძიების ფარგლებში, დაანონსდა სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს