ლადო კახაძე - ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა გენიალური იყო - იყო მცდელობა, ემოქმედათ მის ნერვულ სისტემაზე, თუმცა საჯარო მოხელემ არ დაიმდაბლა თავი და არ გასცა ისეთი შინაარსის პასუხები, რასაც იმსახურებდნენ

ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს ყველა იმ ცვლილებაზე, რომლითაც ჩვენ ღირსეულად წარმოვჩინდებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე განცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

მისი თქმით, მინისტრის ანგარიშში ჩანდა გამოწვევების ხედვა და წარმოდგენილი იყო სტრატეგია.

„მინისტრის პასუხები იყო გენიალური. მოსმენის დროს იყო მცდელობა, რომ სხვადასხვა სიტყვებით ემოქმედათ მის ნერვულ სისტემაზე, თუმცა საჯარო მოხელემ, რომელსაც აქვს პატივი ემსახუროს თავის ხალხს, არ დაიმდაბლა თავი და არ გასცა მათ ისეთი შინაარსის პასუხები, რასაც იმსახურებდნენ. მინისტრმა პერსპექტივაში დაგვანახა ხედვა, მიუხედავად სოციუმში დაგროვილი საკითხებისა, ქვეყნის წინაშე გარდამავალ პერიოდში არსებული რთული გამოწვევებისა", - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს