"საქართველოს ბანკის" ახალი დიზაინ სისტემა ციფრული პროდუქტების შექმნას მნიშვნელოვნად ამარტივებს

ერთი გამოცდილება ყველა ციფრულ არხში – ეს "საქართველოს ბანკის" ახალი დიზაინ სისტემაა, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნას მნიშვნელოვნად ამარტივებს. დიზაინ სისტემა წინასწარ გამზადებული ვიზუალური ელემენტების პლატფორმა და წესების სახელმძღვანელოა, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნას ამარტივებს. დიზაინ სისტემის დახმარებით კიდევ უფრო მარტივი ხდება სუფთა, სიმეტრიული და თანმიმდევრული დიზაინის და ციფრული პროდუქტების შექმნა.

დიზაინ სისტემა სრულიად ციფრულია, თუმცა მას ადამიანები ქმნიან. "საქართველოს ბანკის" გუნდი მუდმივად იკვლევს, აკვირდება ერთი შეხვედით მცირე და უმნიშვნელო დეტალებს, რის შედეგადაც იქმნება ერთგვარი UI/UX „ბიბლიოთეკა” რომლის თითოეული დიზაინის ელემენტის გამოყენებაც მარტივია და რომლის გამოყენებითაც იქმნება ბანკის ციფრული პროდუქტები ნებისმიერ არხში (ვებგვერდი, აპლიკაცია, ფეი აპარატი, ბანკომატი და ა. შ.)

„მომხმარებლის ქცევას მუდმივად ვაკვირდებოდით და ვიცოდით, რომ მათ გარკვეული დისკომფორტი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მათ მოგვარებას ვცდილობდით, რისთვისაც რამდენიმე წლის წინ ბანკში ციფრული ტრანსფორმაცია განხორციელდა. ჩვენთვის გამოწვევა იყო, რომ გუნდის წევრებისთვის საქმიანობის ერთიანი პრინციპები შეგვეთავაზებინა. სასურველი შედეგის მისაღებად მასშტაბური ვორქშოფი ჩავატარეთ პროცესში ჩართული ყველა თანამშრომლისთვის“, - აღნიშნავს ანა სარალიძე, "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

„ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ ეს მარტივი არ იქნებოდა. დავესწარით არაერთ კონფერენციას, ბევრი წავიკითხეთ და საბოლოოდ ატომიკ დიზაინზე გავაკეთეთ არჩევანი. ახალი კონცეფციის თანახმად, შაბლონები საერთოა ყველა აპლიკაციისთვის. მომხმარებელი ყველა მათგანში ერთსა და იმავე მენიუს, ველებს ხედავს, რაც მუშაობის პროცესს უმარტივებს. ცვლილებები ეტაპობრივად აისახა და ამ პერიოდშიც მომხმარებლის ქცევას ვაკვირდებოდით, რომ შემდეგი განახლებაც მათი ინტერესების შესაბამისად დაგვენერგა. დიზაინ სისტემის გამოყენებით კიდევ უფრო მარტივი ხდება ციფრული პროდუქტების შექმნა და განვითარება“, - აღნიშნავს დათა ლაპიაშვილი, "საქართველოს ბანკის" პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახურის უფროსი.

ახალი დიზაინ სისტემის საშუალებით 4 ძირითადი მიზანია მიღწეული. ესაა: სამომხმარებლო გამოცდილების ერთიანი სისტემა, სწრაფი განახლებები, გაუმჯობესებული ხარისხი, ახალი გამოცდილება ბაზარზე.

„საქართველოს ბანკმა“ Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღე” გამართა, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განვითარებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სიახლეებსა და ინოვაციებს ეხება.

ღონისძიების ფარგლებში, დაანონსდა სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა