უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთს "აზოვსტალში" მყოფი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი დამცველების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლა შესთავაზეს

უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, რომ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი დამცველები რუს სამხედრო ტყვეებში გაეცვალათ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა

„ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის. მოლაპარაკებები გრძელდება“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, 10 მაისს "აზოვის" პოლკმა გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები, რომ მარიუპოლის დაჭრილ მებრძოლებს თვითგადარჩენა მედიკამენტების გარეშე და ანტისანიტარიის პირობებში უწევთ.

სამხედროებმა გაეროსა და წითელ ჯვარს მიმართეს მოთხოვნით , „აჩვენონ მათ ჰუმანურობა და დაამტკიცონ ის ძირეული პრინციპები, რომლებზეც ისინი შეიქმნა“ და გადაარჩინონ დაშავებული ადამიანები, რომლებიც აღარ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა