ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულთა შორის ხუთი წლის ბავშვია, ისინი ქობულეთისა და ბათუმის კლინიკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ექიმების თქმით, ბავშვი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული და გამოკვლევები უტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე, სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა