პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა

პიანისტი ალექსანდრე თორაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ცნობილი მუსიკოსის და პედაგოგის, ალექსანდრე თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ალექსანდრე თორაძე გახლდათ გამორჩეული ქართველი მუსიკოსი. მან განათლება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. 1969 წელს ის გახდა მუსიკოს შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი, ასევე 1975 წელს მიენიჭა კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე II პრემიით დაჯილდოვდა.

ალექსანდრე თორაძე 1983 წლიდან ცხოვრობდა და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის აღიარებული იყო თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. მის საშემსრულებლო სტილს ახასიათებდა მასშტაბურობა, რომანტიულობა, არტისტული ტემპერამენტი. მუსიკოსის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავდა სხვადასხვა კლასიკური ჟანრის ნაწარმოებებს. მან აღიარება მოიპოვა ვ.მოცარტის, ფ.ლისტის, ს.პროკოფიევის, ს. რახმანინოვის, ი. სტრავინსკის, პ. ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებთა უბადლო შესრულებით.

ალექსანდრე თორაძე თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ დირიჟორებთან და მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებში ლონდონში, ჩიკაგოში, ზალცბურგში, ედინბურგში, როტერდამსა და სხვა დიდ ქალაქებში. 1991 წელს მუსიკოსი გახდა საუთ-ბენდის უნივერსიტეტის პროფესორი და იქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ალექსანდრე თორაძის წვლილს ქართული კულტურის განვითარებაში და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში