ბიზნეს ასოციაციისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პირველი ერთობლივი პროექტი „გარბენი უკრაინისთვის“ იქნება

“გარბენი უკრაინისთვის” 5 ივნისს გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების დროს გახდა ცნობილი.

მემორანდუმს ხელი საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მოაწერეს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, დოკუმენტი თანამშრომლობას სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პირველი პროექტი, რომელშიც მხარეები ერთობლივ მონაწილეობას მიიღებენ არის უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში, „გარბენი უკრაინისთვის“.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ამ მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ომის გამო დროებით იმყოფებიან.

„დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ზოგადად სპორტის მხარდაჭერა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის პირველი პროექტი იქნება „გარბენი უკრაინისთვის“, რომელშიც მონაწილეობას შეძლებს ნებისმიერი მსურველი და ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა უკრაინელ ხალხს, რაც ამ რთულ ვითარებაში უკრაინული ოჯახების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია biletebi.ge-ზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა