შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG ) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა 2021 წლის განმავლობაში უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ლევან კაკავამ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს.

შეხვედრას, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ვლადიმერ ხუნდაძე და ლევან წითელაშვილი, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა თაბაგარი, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან ბუღაძე, BAG-ის პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

,,ერთ-ერთი სიახლე, რომელიც დღეს წარვადგინეთ არის მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელების ადმინისტრირების მიმართულებით, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია, ასევე სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებები და განხორციელებული ღონისძიებები. აგრეთვე, მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის სიახლე, რომელიც ძალიან დააინტერესებს კერძო სექტორს და არასასურსათო საქონლის ტექნიკურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. ამ და კიდევ სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, აქტიური დიალოგის რეჟიმში ვართ ბიზნესთან და უახლოეს თვეებში კიდევ რამდენიმე ახალ ინიციატივას შემოგთავაზებთ“,- განაცხადა ლევან კაკავამ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს