ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.

„ღონისძიებას 40-მდე სტუმარი დაესწრო - სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

ლონდონში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა 60-მდე დასახელების ქართული ღვინო წარმოადგინეს, მათ შორის ისეთი ღვინოები, რომლებიც ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ჯერ არ იყიდება.

ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც, 2014 წლიდან, გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 245 653 ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ