ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 2022-2023 წლებში EBRD-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი, ბანკის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022-2023 წლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკის) ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ვიცე-თავმჯდომარე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენელი იქნება.

ევრობანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ კი ერთი წლის ვადით ავსტრიის მხრიდან მმართველი დაინიშნა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც წელს მაროკოში იმართება.

ევრობანკის მომდევნო წლიურ შეხვედრას 2023 წელს უზბეკეთის ქალაქ სამარყანდი უმასპინძლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა