ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში „M&I Europe Spring 2022“ მიიღო მონაწილეობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ესპანეთში, ქალაქ სევილიაში გამართულ ფორუმში „M&I Europe Spring 2022“ მონაწილეობა მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე წევრ კომპანიებთან ერთად იყო წარდგენილი.

მათივე ინფორმაციით, M&I Forum ღონისძიებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 15 წელია იმართება და თითოეულ ფორუმს ასზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო და ტურიზმის საბჭო ესწრება.

„M&I Europe Spring 2022“-ის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა