გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტაჯიკეთის გარემოს დაცვის თემატიკაზე მომუშავე დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ტაჯიკეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის თემატიკაზე მომუშავე დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს გარემოსდაცვითი განათლების პოლიტიკას, სატყეო სექტორის მართვის პრინციპებს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას შეეხო.

„ტაჯიკეთი ამ ეტაპზე გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის შემუშავებაზე მუშაობს. საქართველოში ვიზიტით მყოფ კოლეგებს ის პროექტები და პროგრამები გავაცანით, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად ხორციელდება. ასევე, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის კუთხით ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ ”, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.

ტაჯიკეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის, პარლამენტის ეკოლოგიური კომისიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორჰუსის ცენტრის წარმომადგენლები იღებდნენ.

„გარემოსდაცვითი განათლების და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენებები ძალიან საინტერესო იყო. ჩვენთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება სასარგებლოა. მოხარულები ვართ მჭიდრო თანამშრომლობისა და თქვენი პრაქტიკის გაცნობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის დაცული ტერიტორიის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნაჯმიდინ ნაზმუდინოვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს