ირაკლი ღარიბაშვილი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა