“ჯივიპი” ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

13 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალურ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები შიცვლება, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გადაუდებელი სამუშაოები 13 მაისს დილის 11:00 საათზე დაიწყება და 24 - საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

,,აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13 მაისს დილის 11:00 საათიდან 14 მაისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში - ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, ზედაზნის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო