სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა

სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მას დაზარალებულმა დოროყაშვილმა განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ექსპერტის თქმით, დოროყაშვილი მიუთითებდა, რომ ტრავმის მიღების დღეს მას თავის ტკივილი ჰქონდა.

„მას ჰქონდა სიმპტომები და ნიშნები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას მიეკუთვნებოდა. მარჯვენა მხრის შიდა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიეკუთვნებოდა ჯანმრთელობის მოშლის გარეშე",- განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.

მისივე თქმით, მსგავსი სახის დაზიანება რაიმე მკვრივი ბლაგვი სახის საგნით არის მიყენებული.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა