„ევექსი ჰოსპიტლებმა“ ექთნების საერთაშორისო დღე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აღნიშნა

სამედიცინო სფეროში ექთნის როლის დაფასების მიზნით, „ევექსი ჰოსპიტლებმა“ ქსელში დასაქმებულ ექთნებს, მათი პროფესიული დღე საზეიმო ვითარებაში მიულოცა.

„ევექსი ჰოსპიტლების“ ცნობით, პანდემიის პირობებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 12 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ექთნების საერთაშორისო დღე წელსაც მაშტაბურად აღინიშნა.

მათივე ინფორმაციით, „ევექსი ჰოსპიტლების“ ექთნებს სცენაზე ნიკოლოზ რაჭველმა და საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ცნობილ მუსიკოსებსა და მომღერლებთან ერთად უმასპინძლეს. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები ჩამოვიდნენ, განსაკუთრებული რეპერტუარი შეირჩა და მუსიკალური პრემიერები შედგა. საკუთარი კომპოზიციები ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, გიორგი ცაგარელმა, ოთარ ჯორჯიკიამ, ბექა გოჩიაშვილმა, გიორგი გიგაშვილმა, მარიამ ჯანჯღავამ (Janngo) და ნინი ნუცუბიძემ წარმოადგინეს.

„ღონისძიება წელსაც დაჯილდოების ცერემონიამ დააგვირგვინა. ნომინაციაში „უხუცესი ექთანი“ კომპანიამ 60 მედდა დააჯილდოვა.

„ევექსი ჰოსპიტლები“ უკვე მეხუთე წელია, ექთნების დაფასებისა და აღიარების მიზნით, სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და რეფორმას ატარებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფაა.

კორპორაციამ ექთნების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და დღემდე ბაზისურ საექთნო სწავლებაში 12 000-მდე კაც/ტრენინგია ჩატარებული. კომპანია სამედიცინო სფეროში ექთნების მნიშვნელობის დაფასების მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას განაგრძობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო