განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გრძელდება

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გრძელდება.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის Global Perspective Residency პროგრამა საქართველოს დაეთმობა. პროგრამის ფარგლებში, მაგისტრანტები საქართველოს გაეცნობიან და ჩვენს ქვეყანას შემსწავლელი ვიზიტით ეწვევიან.

აღსანიშნავია, რომ სწორედ CDD-ს, ფონდი პროდემოსის, სექტორი 3-ისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში, 2020 წელს პირველად საქართველოში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრების ციფრული ვიზიტი განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებისა და მაღალი რანგის საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ქართველი სპიკერებისა და ექსპერტების მონაწილეობით, სხვადასხვა თემატიკაზე პანელური დისკუსიები გაიმართა.

"მოხარულები ვართ რომ, ჩემი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, შევძელით, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან ჩვენი პარტნიორობა გაგვეგრძელებინა და მომავალ წელს, შევძლებთ, საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვუმასპინძლოთ. საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, საექსპერტო წრეებთან და მომავალ ლიდერებთან აქტიური თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარების და გაძლიერებისთვის აუცილებელია”, - განაცხადა CDD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ ვაშინგტონიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა