შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ფასდება არადამაკმაყოფილებელი შეფასებით, თუ გამოცდის მსვლელობისას დაფიქსირდა 12 ან მეტი მსუბუქი შეცდომა; ერთი მძიმე შეცდომა; ერთი ან მეტი გარემოება, რომელიც წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.

ცვლილებების თანახმად, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს გამოცდის მეორე ეტაპზე- რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს მოუწევს იმ ბარიერების დაძლევა, რომელიც გვხვდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ფასდება არადამაკმაყოფილებელი შეფასებით, თუ გამოცდის მსვლელობისას დაფიქსირდა: 12 ან მეტი მსუბუქი შეცდომა; ერთი მძიმე შეცდომა; ერთი ან მეტი გარემოება, რომელიც წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.

მსუბუქი შეცდომის მაგალითებია: მძღოლობის კანდიდატმა ავტომობილის დაძვრამდე არ შეამოწმა საგამოცდო ავტომობილის კარები დაკეტილია თუ არა; მძღოლობის კანდიდატი საჭიროების გარეშე მოძრაობს სატერფულზე ფეხის აუღებლად სრულად ჩაურთველი გადაბმულობით; მძღოლობის კანდიდატი მდგარი/გაჩერებული ავტომობილის დაძვრისას გადაცემათა გადართვას პირველიდან მეორე გადაცემაში ახორციელებს დაგვიანებით.

მძიმე შეცდომის მაგალითებია: მძღოლობის კანდიდატი ვერ იმორჩილებს საგამოცდო ავტომობილის საჭეს; მძღოლობის კანდიდატი გასწრებას ახორციელებს მარჯვენა მხრიდან, გარდა საგზაო მოძრაობის წესებით ნებადართული შემთხვევისა; მძღოლობის კანდიდატი არ ასრულებს ან არასათანდოდ ასრულებს მარეგულირებელის, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა ან საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.

დისკვალიფიკაციის მაგალითებია: მძღოლობის კანდიდატმა არ შეასრულა (არ დაემორჩილა) გამომცდელის კანონიერ მითითებას/მოთხოვნას, გარდა მოძრაობის დაწყების შესახებ მითითებისა; მძღოლობის კანდიდატი არ გამოცხადდა ან დროის დარღვევით გამოცხადდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბრძანება "მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმებული, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი მართვის უფლების აღდგენის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" : https://www.sa.gov.ge/d/normativeacts?page=1“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა