ირაკლი ღარიბაშვილი - ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს - სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა სპეკულაციაა და ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, სააკაშვილმა კეთილი უნდა ინებოს და სასჯელი ბოლომდე საქართველოში მოიხადოს.

„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველს მოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად, დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები და რა თქმა უნდა, ეს არაადეკვატურია და არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა. ვიფიქროთ განვითარებაზე და შენებაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის თემა "იმდენად დახურულია და აბსურდულია", რომ ძალიან უჭირს ამაზე სერიოზული კომენტარი გააკეთოს.

"როგორ შეიძლება, რომ პატიმარი გადავიყვანოთ საზღვარგარეთ? რატომ? ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ? რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე? [სამკურალოდ მისი გადაყვანა] არის ტყუილი და ხალხს ტყუილებს ნუ ელაპარაკებით! თქვენი ტყუილი ცხრა წელი დაითმინა ხალხმა, დაითმინა ათასი უსამართლობა, ჩაგვრა, გაუპატიურება, კვლა“,- განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ღარიბაშვილი - ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს - სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა