შვედეთის თავდაცვის მინისტრი - თუ შვედეთი შეეცდება ნატო-ში გაწევრიანებას, რუსეთის მხრიდან რეაქციის რისკი არსებობს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ ნებისმიერ საპასუხო რეაქციას

თუ შვედეთი ნატოში გაწევრიანებას შეეცდება, რუსეთის მხრიდან რეაქციის რისკი არსებობს, - ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პეტერ ჰულტკვისტმა განაცხადა.

„ნება მიბოძეთ განვაცხადო, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ ნებისმიერ საპასუხო რეაქციას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს განცხადებით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას სტაბილიზირების ეფექტი ექნება.

„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება გაზრდის სამხედრო კონფლიქტების ბარიერს და, შესაბამისად, ჩრდილოეთ ევროპაში კონფლიქტის თავიდან აცილების ეფექტი ექნება,“ - აღნიშნა ან ლინდემ.

გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს, სავარაუდოდ, ორშაბათს გააკეთებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა