„თიბისის“ ციფრულ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება ფასდაკლებითაა შესაძლებელი

„თიბისის“ ციფრულ არხებში სამომხმარებლო სესხით სარგებლობა 5%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

„თიბისის“ ინფორმაციით, მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა მობაილბანკით ან tbccredit.ge-ს საშუალებით, „თიბისის“ ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს.

„სესხის აღება „თიბისის“ ციფრულ არხებში ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა სესხით სარგებლობის ხანგრძლივობა უნდა მონიშნოს, აირჩიოს საქმიანობის სფერო და დაამატოს შემოსავალი. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ფილიალში ვიზიტის გარეშე, მარტივად გაიაროს ყველა ის პროცედურა, რაც სესხის დამტკიცებას სჭირდება: დაინგარიშოს ყოველთვიური შემოსავალი მოთხოვნილი თანხის და სესხის ხანგრძლივობის მიხედვით, დეტალურად გაეცნოს სესხით სარგებლობის პირობებს და ონლაინ დაადასტუროს ხელშეკრულება. მომხმარებელს თანხა მის მიერ მითითებულ ანაგირშზე ჩაერიცხება.

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიქსირებული შემოსავლის მქონე, ისე თვითდასაქმებულ პირებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://link.tbc.ge/Press5off

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა