ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილის ნახვასთან დაკავშირებით ექიმის დონემდე ჯერ ვერ მივედი, კარისკაცებს ველაპარაკები - წავალ და დაველოდები, იქნებ ვიღაცამ დამირეკოს და მითხრას, თუ როდის შეიძლება ავადმყოფის ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ნახვასთან დაკავშირებით მე ექიმის დონემდე ჯერ ვერ მივედი, ველაპარაკები კარისკაცებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს კლინიკა “ვივამედში” განუცხადა, რომელიც კლინიკაში სააკაშვილის სანახავად ცენტრ “ემპათიას” კონსილიუმის წევრ ოთარ თოიძესთან ერთად მივიდა.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდა კლინიკისგან მიეღო პასუხი, შეძლებდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის ნახვას, თუმცა პასუხი ვერ მიიღო, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცა.

“წავალ და დაველოდები, იქნებ ვიღაცამ დამირეკოს და მითხრას, თუ როდის შეიძლება ავადმყოფის ნახვა. არავის არაფერი უთქვამს“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კვლევაზე ინფორმაციას არ ფლობს.

“მე ინფორმაცია არ მაქვს, არც ანალიზების პასუხი ვიცი და არც ის, რა ანალიზები გაუკეთდა. ასევე არც ის ვიცი, როგორ გრძნობს თავს. მეც ისეთივე ინფორმაცია მაქვს, როგორც თქვნ. მე ექიმის დონემდე ჯერ ვერ მივედი, ველაპარაკები კარისკაცებს და ა.შ”, - განაცხადა ყიფშიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს