ირაკლი ყანდაშვილი აზერბაიჯანის მედიაციის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილსა და აზერბაიჯანის მედიაციის საბჭოს თავმჯდომარეს ნადირ ადილოვს შორის გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული მედიაციის პროცესების და პერსპექტივების, ისე დავის რეგულირების ახალი მექანიზმის არსებული გამოწვევების და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგები, რაც მიზნად ისახავს მედიაციის პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოში.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას მედიაციის სფეროში და გამოთქვამს მზადყოფნას აზერბაიჯანის მედიაციის საბჭოსთან შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობისთვის“,- ნათქვამია „მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს