რელიგიის საკითხთა სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს, მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 35 საკითხი, რომელთაგან დადებითი რეკომენდაცია გაიცა 26 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 5 და ხარვეზი დადგინდა 4 საკითხზე.

კომისიის წევრებმა განიხილეს მუსლიმი თემის 10 საკითხი მეჩეთების გადაცემის თაობაზე, ათივე მათგანზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია. აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა