28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს გამართავს

28 მაისს, 12:00 საათიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ღია კარის დღე, სადაც წარმოდგენილი იქნება მედიცინის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამები.

13:00 საათიდან სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რომელიც მათ გააცნობს დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ღია კარის დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით, რომელთაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან ერთად, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენენ.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33, თსსუ–ის III კორპუსი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს