„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ვეკუას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, მოსწავლეებს სსე-ის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი შეხვდა, რომელიც უფროსკლასელებს ენერგეტიკის დარგის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

„მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში არსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის მართვაზე. ჩაუტარდათ პრეზენტაცია ზოგადი ენერგეტიკის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფუნქციონირების და მისი როლის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ვიზიტის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო პოლიგონი და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირებაში.

მოსწავლეების ვიზიტი შემეცნებითი ტურის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც სსე ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, 2016 წლიდან ახორციელებს და მასში თბილისისა თუ რეგიონის ათეულობით სკოლამ მიიღო მონაწილეობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს