უწყებათაშორისმა საბჭომ საქსტატის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დაამტკიცა

„საქსტატში“ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, განსახილველად 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭო საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ევალება ოფიციალური სტატისტიკის სისტემის 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიის, ასევე შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცება.

„საბჭო, რომელსაც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს, თორმეტი წევრისგან შედგება და აერთიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზედენტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და ცხრა სამინისტროს წარმომადგენელს, მინისტრის მოადგილეების დონეზე.

„საქსტატის“ 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავებული იყო პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად და ის ითვალისწინებდა 3 პრიორიტეტს, 12 ამოცანასა და 86 აქტივობას. გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს დეტალურად წარუდგინა ინფორმაცია თითოეული მიზნითა და ამოცანებით განსაზღვრული აქტივობების შესრულების შესახებ, პასუხისმგებელი უწყებების, საჭირო ბიუჯეტისა და შესრულების ვადების მითითებით.

უწყებათაშორისმა საბჭომ 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში ერთხმად დაამტკიცა, რომელიც „საქსტატის“ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის განთავსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო