თენგიზ ცერცვაძე - რა იყო მინისტრის მთავარი შეცდომა? - უნდა გამოძიებულიყო თანხების გაფლანგვა და მერე დასახელებულიყო ადრესატის მითითებით - დავუშვათ, გადაცდომა ჰქონდა 100 კაცს და გაისვარა 10 000 კაცი

უნდა გამოძიებულიყო, გამოკვლეულიყო ადრესატი და გაფლანგვა იყო თუ წყალში გადაყრა, დასახელებულიყო ადრესატის მითითებით, რათა ყველა არ გასვრილიყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჯანდაცვის მინისტრის მიერ კლინიკური სექტორის მენეჯმენტისადმი კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც კლინიკების შემოწმების შედეგად კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის შრომის კოდექსის სხვადასხვა ნორმის დარღვევა დაფიქსირდა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მინისტრის ეს განცხადება იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან „დავუშვათ, გადაცდომა ჰქონდა 100 კაცს, მაგრამ გაისვარა 10 ათასი კაცი“.

„მან თქვა, რომ ერთი მილიარდი ლარი კლინიკებს გადაეცა და შემდეგ ახსენა ასეთი რამ, რომ ცარიელ საწოლებში გადაიყარა და სხვა. ცალსახად არ ვეთანხმები. სხვა კონტექსტში უნდა თქმულიყო, მილიარდი ღარიბი ქართველი ხალხისთვის გიგანტური თემაა და ადამიანს, რომელსაც 100 ლარი უჭირს წარმოიდგენს, რომ ეს მილიარდი ვიღაცამ მიითვისა, გაფლანგა და პროტესტი უჩნდება. სინამდვილეში, მილიარდი კი არსად გადაყრილა, არამედ დაიხარჯა 1 655 000 კოვიდავადმყოფის და 250 ათასი ჰოსპიტალიზებული ავადმყოფის სამკურნალოდ. განცხადებას, რომ „გადაიყარა“, შექმნა უარყოფითი ფონი. გადახედეთ სხვა ქვეყნებს, ბელგიას 37 მილიარდი დოლარი დაუჯდა კოვიდი. ბელგიას ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენთანაც ხომ საჭირო იყო რაღაც ხარჯები, აბა ასეთ წარმატებულ მართვას როგორ მივაღწევდით? დღეს მაგალითად ბოლო თვენახევრის მონაცემებით ლამის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა გვაქვს.

როცა მილიარდიან საქმეს მართავ, რა თქმა უნდა, იქნებოდა არამიზნობრივი გამოყენებაც, არასწორი განკარგვაც, შესაძლოა გაფლანგვაც, მაგრამ რა იყო იცით მთავარი შეცდომა? ეს უნდა გამოძიებულიყო, გამოკვლეულიყო ადრესატი და გაფლანგვა თუ წყალში გადაყრა დასახელებულიყო ადრესატის მითითებით, რათა არ გასვრილიყო სუყველა. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. დავუშვათ, გადაცდომა ჰქონდა 100 კაცს და გაისვარა 10 ათასი კაცი.

მე ვიცი რატომ გააკეთა, პრევენციულად გააკეთა, აცნობა ხალხს, რომ ასეთი მდგომარეობაა და მე ამას ვსწავლობ, მაგრამ ეს არ გაიგეს კარგად. პრევენციულად ასეთი სერიოზული დარღვევის გამოცხადება არ შეიძლება თუ ადრესატები არ ჰყავს, სხვანაირად უნდა თქმულიყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მინისტრის აღნიშნული განცხადება მის წინააღმდეგ გამოიყენეს, თუმცა მას ფინანსებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და მათ მხოლოდ აკადემიურად მართავდა.

„ეს ყველაფერი გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ პირადად, რომ რახან მე ვიყავი კლინიკური მართვის ჯგუფის წევრი, ესე იგი მე განვკარგე არასწორად ეს მილიარდი, ანეკდოტი, მე საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია ფინანსებთან, მხოლოდ აკადემიურად ვმართავდი, ვასწავლიდი როგორ უნდა ემკურნალათ. არანაირი შეხება ფინანსების განაწილებასთან, გინდა ხელფასებთან არ მქონია.

ჩვენს კლინიკაში კატეგორიულად საწინააღმდეგო სურათი იყო, მთელი რესურსი მიმართული იყო სანიტრების, ექთნების, იმ ადამიანებისკენ, ვინც ყველაზე მძიმე სამუშაოებს აწარმოებენ. სხვათა შორის, წინასწარი მოკვლევა როცა ჩაატარა მინისტრმა, თვითონ დარწმუნდა, რომ ჩვენთან გადაცდომა კი არ იყო, პირიქით, ზედმეტად ყველაფერი გადანაწილებული იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა