ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში კომპანია „პლანტაციას" ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაურს საწარმოში კომპანიის ხელმძღვანელმა ლანა ჟღენტმა უმასპინძლა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამების საშუალებით სახელმწიფო ფერმერებს და მეწარმეებს მაქსიმალურად მხარში უდგას.

საწარმოს სრული ინვესტიცია 300 000 ლარია. მეწარმემ დაფინანსება პროგრამების "აწარმოე საქართველოში" და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო და ჩაის პლანტაცია 5 ჰა ფართობზე გააშენა.

ადგილზე მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა