ნიკოლოზ ყიფშიძე - დეტალურად ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, რა წამლებს აძლევენ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს

დეტალურად ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, რა წამლებს აძლევენ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ვივამედის“ მთავარ ექიმთან და მკურნალ ექიმებთან შემდეგი შეხვედრა ორშაბათს იგეგმება, სადაც მიხეილ სააკაშვილის ანალიზის პასუხებს განიხილავენ.

„გვქონდა შეხვედრა მთავარ ექიმთან, გვქონდა შეხვედრა ასევე მკურნალ ექიმებთან და რამდენიმე განყოფილების გამგესთან. გავიარეთ მკურნალობის კურსი, როგორ მკურნალობენ ახლა პრეზიდენტს. ასევე დავსახეთ გეგმა შემდეგი ტესტირების, როდის და რა უნდა გაკეთდეს.

დეტალურად ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა წამლებს აძლევენ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. ორშაბათს გვაქვს დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა, სადაც გავივლით ანალიზის პასუხებს და შევხედავთ, როგორ მიდის მკურნალობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ანალიზების აღებას და დიაგნოსტიკის პროცესს 4-5 დღე დასჭირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო