ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგი ოთარ თოიძე და ნიკოლოზ ყიფშიძე "ვივამედის" კლინიკურ დირექტორს შეხვდნენ

ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, რომ გაგვეზიარებინა ის შთაბეჭდილებები, რომელიც გვქონდა პაციენტთან ურთიერთობის შემდეგ , - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ ჟურნალისტებს სამედიცინო ცენტრ "ვივამედთან" განუცხადა, რითაც საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორთან, ზურა ჩხეიძესთან შეხვედრა შეაფასა.

თოიძის თქმით, მან და მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ "ვივამედის" კლინიკურ დირექტორს ზეპირსიტყვიერად მიაწოდეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შესახებ მათთვის ცნობილი რამდენიმე სამედიცინო მონაცემი.

"გარდა ამისა, კოლექტივთან ერთად გავეცანით მომავალი კვლევების სქემას, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებით. თხოვნა იყო ჩვენგან, რომ გარკვეული გამოკვლევები გაღრმავებულიყო. მკურნალობაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთი პრეპარატის შესახებ გვქონდა მსჯელობა", - განაცხადა თოიძემ.

მისივე თქმით, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილს სისხლის რამდენიმე სახის ანალიზი ჩაუტარდა ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის გამოსაკვლევად.

თოიძემ ასევე ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნის შესახებ.

"მიმართვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის შესახებ პირველად ნოემბრის დასაწყისში გავაჟღერეთ და მას შემდეგ სულ ვიმეორებთ. მას ჩაუტარდება ის დიაგნოსტიკური კვლევები, რაც აქამდე არ იყო გაკეთებული - მათ შორის კუჭნაწლავის ტრაქტის სრულყოფილი კვლევა და სხვადასხვა ბიოქიმიური ანალიზი. იმედი გვაქვს, მონაცემები შეივსება და მერე ჩვენი მოთხოვნა [გადაყვანის შესახებ] დარჩება, რადგან რეაბილიტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაც არის. რეაბილიტაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი მკურნალობის პროცესი. ამაზე, ალბათ, ორშაბათს ვისმეჯელებთ. გუშინ და დღეს გაკეთებული კვლევების პასუხები ალბათ ორშაბათს ან სამშაბათს იქნება, მაგრამ სავარაუდოდ, დაისახება სხვა კვლევები, რომელიც გამომდინარეობს ამ პასუხებით", - განაცხადა ოთარ თოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა