თენგიზ ცერცვაძე - კარგმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ არ უნდა გაგვათამამოს - ჯანმო-ს ერთ-ერთი სცენარით, მოსალოდნელია წარმოიშვას ისეთი შტამი, როგორიც „დელტა“ იყო, რომელმაც შესაძლოა დაგვაბრუნოს ერთი წლის წინანდელ ეპოქაში

ჯანმომ შეიმუშავა მოსალოდნელი სცენარები - ერთ-ერთი სცენარით, მოსალოდნელია წარმოიშვას ისეთი შტამი, როგორიც „დელტა“ იყო, რომელმაც შესაძლოა დაგვაბრუნოს ერთი წლის წინანდელ ეპოქაში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში საუკეთესო ეპიდემიური მდგომარეობაა, თუმცა, „ამან არ უნდა გაგვათამამოს".

ამასთნ, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, კორონავირუსი შესაძლოა საერთოდ გაქრეს, რასაც თავად რეალისტურად არ უყურებს.

„დღეს ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეპიდმდგომარეობა, იმ ქვეყნებზე უკეთესი, ვისაც ტრადიციულად კარგი ვითარება ჰქონდათ. ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენთან 100-მდე ახალი შემთხვევა არის და ნული გარდაცვალება. მსოფლიოში 600 ათასი შემთხვევაა და 2000 გარდაცვლილი, თან ეს მაჩვენებელი იმატებს. ჯანმომ შეიმუშავა მოსალოდნელი სცენარები: პირველი არის ისეთი, როგორიცაა საქართველოში, ანუ მუდმივად იქნება რამდენი ასეული ან ასეულზე ნაკლები ახალი შემთხვევა და ერთ-ორი გარდაცვალება. მეორე სცენარი არის კოვიდის მთლიანად გაქრობა. ეს, რა თქმა უნდა, იდეალურია, მაგრამ ნაკლებად რეალისტური, რადგან კოვიდმა არ აჩვენა ტენდენცია, რომ სულ გაქრება. სულ ახალ-ახალი შტამები ჩნდება და მოსახლეობა სულ დაძაბულობაში ჰყავს. მესამე, ძალიან ცუდი სცენარი არის, რომ მოსალოდნელია წარმოიშვას ისეთი შტამი, როგორიც „დელტა“ იყო, რომელმაც შესაძლოა დაგვაბრუნოს ერთი წლის წინანდელ ეპოქაში. ამის ალბათობა თეორიულად არის, ღმერთმა იცის, მუტაციის შედეგად როგორი შტამი წარმოიქმნება. ჩემი აზრით, დიდი არ არის ამის ალბათობა, თუ ჩვენ მას შევხვდებით მომზადებული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო