DIBS-სა და თსუ-ს თანამშრომლობით ახალი სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ახალი აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება იგეგმება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIBS) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის შეთანხმებას სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს ხელი.

„სამაგისტრო პროგრამა ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს უწყებებში დასაქმებული საჯარო სამსახურის ხელმძღვანელი პირებისთვის არის განსაზღვრული. ასევე, სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“, რომელიც განსაზღვრულია თავდაცვის უწყების გენერლის, პოლკოვნიკისა და ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მოსამსახურეებისთვის. პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროს უწყებებში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსაც.

სამაგისტრო პროგრამა ერთწლიანია და მისი განხორციელება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყება. კურსდამთავრებულებს საჯარო მმართველობის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური კვალიფიკაცია მიენიჭებათ. ახალი სამმხრივი მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო აღმასრულებელი დონის ხელმძღვანელი პირებისთვის უმაღლესი აკადემიური ხარისხის მიღების კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა