ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მედიისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის წარმომადგენლებს  მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მედიისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფო-ტურის ფარგლებში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მაღალრეიტნგული გამოცემების, მათ შორის ბალტიისპირეთში მთავარი ინტერნეტ პორტალის Delfi-ის ჟურნალისტები და ფოტოგრაფები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს, დაათვალიერეს ისტორიული, კულტურული და ტურისტულად საინტერესო ადგილები, გაეცნენ ქართულ კულინარიას.

“ჩემმა მეგობრებმა საქართველოში იმოგზაურეს, მანამდე სანამ მე ვეწვეოდი თქვენს ქვეყანას. ისინი მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ძალიან სპეციფიკური ატმოსფეროა, რომელსაც შეიგრძნობ როგორც კი ჩახვალ და მე მათ სრულად ვეთანხმები, საქართველო მართლაც გამორჩეული და უნიკალურია. ძალიან მომეწონა თბილისი, ქართული კერძები, როგორც იცით ქართული სამზარეულო ყველასთვის გამორჩეულია“,- აცხადებს ანდრეი დანილო ინტერნეტ პორტალის „Delfi“ ჟურნალისტი ესტონეთიდან.

ინფო-ტურის მონაწილეები აჭარაში გაემგზავრებიან და ბათუმს დაათვალიერებენ.

ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და ფოტო რეპორტაჟებს მოამზადებენ.

ტურის მიზანია ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო