სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების დაფუძნების პროცესი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგრანტო ოფისი ამჯერად ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო მონაწილეობა. მან სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისების დაფუძნების უმთავრესი მიზანია ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მათ წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

"საგრანტო ოფისის გახსნის ღონისძიებას Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მაია ოკუჯავა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე და უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამ ეტაპზე Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, 2021 წელს საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა მოაწერეს. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომლის მისიაა ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. სწორედ ეროვნული ოფისის ქოლგის ქვეშ ერთიანდება საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს